ავტორი:

ზურგზე ძილი, ავოკადო, მზისგან დამცავი და... - 92 წლის ჯოან კოლინზის ახალგაზრდობის საიდუმლო: "დინასტიის" ვარსკვლავის გარეგნობამ პრესა ისევ აალაპარაკა

ზურგზე ძილი, ავოკადო, მზისგან დამცავი და... - 92 წლის ჯოან კოლინზის ახალგაზრდობის საიდუმლო: "დინასტიის" ვარსკვლავის გარეგნობამ პრესა ისევ აალაპარაკა

კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე თავისი ბრწყინვალე გამოჩენის შემდეგ, 92 წლის დეიმ ჯოან კოლინზმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო საკუთარ გარეგნობაზე.

მსახიობმა საერთაშორისო აღიარება 1981 წელს, სერიალ “დინასტიაში“ ვერაგი ალექსის კოლბის როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. თითქმის ხუთი ათწლეულის შემდეგაც კი, კოლინზი ისევე ახალგაზრდულად გამოიყურება, როგორც ადრე.

გასულ სამშაბათს, კანის 79-ე კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე, მსახიობმა დაამტკიცა, რომ ნამდვილი ჰოლივუდური “გლამური“ ასაკს არ ცნობს. თეთრ კაბაში, ალმასის ყელსაბამსა და შავ ხელთათმანებში გამოწყობილი ჯოანი მარადიული ელეგანტურობის განსახიერება იყო.

გთავაზობთ ცხოვრების მთავარ პრინციპებს, რომლებიც 92 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება

  • ფიზიკური აქტივობა და ფიზიოთერაპია

“ჩემი ვარჯიშის რეჟიმი წლების განმავლობაში შეიცვალა. 16 წლის ასაკიდან მთელ ღამეებს დისკოთეკებსა და საცეკვაო დარბაზებში ვატარებდი“ აღნიშნავს კოლინზი მოგვიანებით ის აქტიურად იყო დაკავებული ფიტნესითა და პილატესით, თუმცა აღიარებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად სხეულის ზედმეტად დატვირთვა აღარ შეიძლება.

ბოლო წლებში, ნერვის ჩაჭედვის გამო, ჰოლივუდის ვარსკვლავს გარკვეული პერიოდი რეაბილიტაცია დასჭირდა.

ჯოანი ამბობს, რომ ფიზიოთერაპია მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილად იქცა.

"დღეში ნახევარი საათი ვარჯიში ენერგიით მავსებს. უფროსი თაობის ადამიანებს, ვისაც ფორმაში ყოფნა სურს, ვურჩევ, ფიზიოთერაპევტთან ერთად ივარჯიშონ" - ამბობს ის.

მსახიობის ფილოსოფია “მცირე დროით , მაგრამ ხშირად“ ცურვასაც ეხება. მსახიობი დღემდე საოცარ მოქნილობას ინარჩუნებს და “შპაგატში“ ჩაჯდომა თავისუფლად შეუძლია.

  • კვება და “ჯადოსნური“ ავოკადო

ჯოანი უპირატესობას ნატურალურ პროდუქტებს ანიჭებს და ყოველდღე მიირთმევს ავოკადოს, რომელიც ჯანსაღი ცხიმებით, უჯრედისითა და ვიტამინებით არის მდიდარი.

ის ე. წ “ჯანქ-ფუდს“ (უსარგებლო საკვებს) ერიდება, თუმცა საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს ვერ ეუბნება და საკვებს ხანდახან ერთ ჭიქა შამპანურსა ან დესერტს აყოლებს. კოლინზი რაციონს შემდეგის წესები განსაზღვრავს “ჭამე მხოლოდ ნახევარი იმისა, რაც თეფშზე დევს და მიიღე C და E ვიტამინები, ასევე ომეგა-ზეთები“

  • უარი ქირურგიულ ჩარევებსა და ბოტოქსზე

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მის გარეგნობას პლასტიკურ ქირურგიას მიაწერს, კოლინზი ამას კატეგორიულად უარყოფს.

"არასდროს გამიკეთებია ბოტოქსი, არც ფილერები და არც ცხიმის ინექციები. სიმართლე გითხრათ, მზარავს იმ ქალების ნახვა, რომლებიც ამას აკეთებენ" - აცხადებს მსახიობი.

მისი თქმით, მას ბუნებრივი ნაოჭები აქვს და სწორედ ეს ადასტურებს, რომ ქირურგისთვის არ მიუმართავს.

კანის მოვლა და მზისგან დაცვა

ჯოანის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოს SPF-ის (მზისგან დამცავი საშუალების) მუდმივი გამოყენება წარმოადგენს, 20 წლის ასაკიდან მსახიობი სახეს მზის სხივებს არ აკარებს და ყოველთვის ქუდს ატარებს.

ჯოან კოლინზის სილამაზის რუტინა:

არასდროს იძინებს მაკიაჟის მოშორების გარეშე (იყენებს Nivea-ს გამწმენდს და ღამის კრემს).

ისწავლა მხოლოდ ზურგზე ძილი, რათა თავიდან ე. წ. “ნაჭმუჭნი სახე“ აიცილოს , რასაც გვერდზე ძილი იწვევს.

მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ, თვალებზე ყინულიან წყალში დასველებულ ბამბის დისკებს იდებს. ეს მეთოდი კოლინზმა მერილინ მონროს ვიზაჟისტისგან, ალან სნაიდერისგან ისწავლა. ბალიშები ხსნის შეშუპებას და თვალებს ახალგაზრდულ ელფერს სძენს.

წყარო