ავტორი:

"იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციას... შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც" - ინფექციონისტი ნოროვირუსზე, რომელმაც კრუიზზე ადამიანი იმსხვერპლა

"იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციას... შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც" - ინფექციონისტი ნოროვირუსზე, რომელმაც კრუიზზე ადამიანი იმსხვერპლა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბორდოში, საკრუიზო გემზე 1700-ზე მეტი ადამიანი კარანტინში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც მგზავრი, სავარაუდოდ, ნოროვირუსით გარდაიცვალა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 90 წლის მგზავრი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც საკრუიზო გემზე ნოროვირუსი გავრცელდა, რომელიც ადვილად გადამდებია და მწვავე გასტროენტერიტს იწვევს. ასევე, მედიის ცნობით, ნოროვირუსის სიმპტომები გემზე 50-მდე ადამიანს აღენიშნება. კრუიზის ოპერატორმა კომპანიამ აღნიშნა, რომ 14-დღიანი მოგზაურობის განმავლობაში მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს კუჭ-ნაწლავის დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს, რომ ნოროვირუსი იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციას, მისი ძირითადი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, კუნთების ტკივილი.

"გადაცემა ხდება წყლით და საკვებით, ასევე გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე მჭიდრო კონტაქტით. მისი გავრცელება საკმაოდ ხშირია ორგანიზებულ დაწესებულებებში, მაგალითად, სტუდენტურ საცხოვრებლებში, სასტუმროებში, რესტორნებში.

პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ვირუსის უმცირესი კონცენტრაციაც კი საკმარისია ადამიანის ინფიცირებისათვის. ეს არ არის ახალი ვირუსი.

გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები ფიქსირდება ხოლმე საქართველოშიც. დიაგნოსტიკა ხდება განავლის გამოკვლევით ნოროვირუსის ანტიგენზე, რაც ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომია კლინიკურ ლაბორატორიებში" - წერს ბუწაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: