ავტორი:

"გლამურული" ადვოკატი ბნელ მხარეს გადავიდა" - ქალი, რომელიც კრიმინალებს იცავდა, მათ ბანდას შეუერთდა: რას წერენ ბრაზილიელ წარმატებულ ადვოკატზე

"გლამურული" ადვოკატი ბნელ მხარეს გადავიდა" - ქალი, რომელიც კრიმინალებს იცავდა, მათ ბანდას შეუერთდა: რას წერენ ბრაზილიელ წარმატებულ ადვოკატზე

მომხიბლავი ადვოკატი, რომელიც სოციალურ მედიაში კრიმინალურ საქმეებს აცოცხლებს, გამოძიების ინტერესის ქვეშ მოექცა მას შემდეგ მოექცა, რაც პოლიციას ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი კავშირები კრიმინალურ სამყაროსთან მხოლოდ კლიენტებთან ურთიერთობით არ შემოიფარგლებოდა.

ბრაზილიელი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ გაბრიელა ვიეირა სერაფინი, შესაძლოა, იმ კრიმინალების რიგებს შეუერთდა, რომლებსაც თავადვე იცავს. ვარაუდობენ, რომ ის პატიმრებსა და გარეთ მყოფ ბანდის წევრებს შორის შეტყობინებების გადამტანის როლს ასრულებდა.

ამ თეორიის შესამოწმებლად პოლიციამ ადვოკატის სახლში, რომელიც სამხრეთ ბრაზილიაში, ფლორიანოპოლისში მდებარეობს რეიდი ჩაატარა, თავად გაბრიელა ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა დილის 6 საათზე დაწყებულ დრამატულ ჩხრეკას მისი დედა და ორი ადვოკატი შეესწრო.

გამომძიებლების განცხადებით, მათ გაბრიელას საძინებელში, ბავშვის ხელთათმანში დამალული ორი მობილური ტელეფონი, SIM ბარათები და მეხსიერების ბარათები აღმოაჩინეს. ამოღებულ მასალებს გამოიკვლევენ, რათა დადგინდეს, მართლაც გადავიდა თუ არა ადვოკატი “ბნელ მხარეს“.

სანტა-კატარინას სამოქალაქო პოლიცია მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, თავად ადვოკატისთვის ოფიციალური ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ.

გაბრიელა ინტერნეტში ფსევდონიმი “Advogata“ არის ცნობილი, რაც პორტუგალიური სიტყვების, “კატისა“ (ლამაზი ქალი) და „ადვოკატის“ ნაზავს წარმოადგენს. სერაფინი იმ ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც პირველ პირში ნარკოტიკების ამოღების, ბანდებს შორის დაპირისპირებისა და სახლებში შეჭრის სცენებს თამაშობს. თუმცა ახლა ადვოკატი თავად გახდა პოლიციური რეიდის სამიზნე.

მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელას ვიდეოები კანონდარღვევად არ მიიჩნევა, პოლიცია ეჭვობს, რომ მისი საქმიანობა ზედმეტად მჭიდროდ გადაიხლართა კრიმინალურ დაჯგუფებასთან.

ერთ-ერთ ვიდეოში ადვოკატმა ქალი განასახიერა, რომელიც საკუთარ ბინაში ნარკოტიკებს წონიდა: “ოთახში ვიყავი და ნარკოტიკებს ვწონიდი როდესაც პოლიციის ტაქტიკური ჯგუფი მოულოდნელად შემოიჭრა. მგონი, ვიღაცამ ჩამიშვა “ამბობდა დაკავებულის როლში შესული გაბრიელა და შემდეგ პოლიციის მხრიდან იმ სავარაუდო ძალადობას აღწერს, რაზეც მისი კლიენტი ჩიოდა.

წყარო