ტრაგედია დატრიალდა წუხელ თბილისის მეტროში. მეტროსადგურ "სამგორში" 30-წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი მოულოდნელად გახდა შეუძლოდ, ადგილზე მოვიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც, თუმცა ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"შევესწარი და ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე... მატარებლის ვაგონში უეცრად ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და დაეცა, სამგორის მეტროს სადგურზე რა არ უკეთეს ერთ საათზე მეტი სასწრაფოს ექიმები მისი გულის ასამუშავებლად ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, გული გაუჩერდა საბრალოს .ყველა პულსის შკალას ვუყურებდით მონიტორზე, უამრავი ადამიანი ვგულშემატკივრობდით, ზოგი ლოცულობდა ზოგი ტიროდა არაფერი გამოვიდა წამიერად გარდაიცვალა საწყალი.
მეგობარი გოგონები ახლდნენ თან. მათ თქვეს, რომ რამდენიმე თვის წინ გაიკეთა კუჭის ოპერაციაო. საშინელება იყო" - ჰყვებიან თვითმხილველები.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.