ქალი, რომელსაც ქუთაისში 6 მაისის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას მისი ძმის შვილი ირაკლი ლომაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"აღარა მყავს მამიდა. ის ჩვენ გარდაცვლილი ვიპოვეთ" - წერს ის.
როგორც ცნობილია, მზია ლომაია 7-წლიანი ემიგრაციიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. 5 მაისს, გამთენიისას დაახლოებით 06:00 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.