იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მალდივებზე დაივინგის დროს ხუთი იტალიელი მყვინთავი დაიღუპა. მინისტრის განმარტებით, ტრაგედია ვაავუს ატოლზე მოხდა, სადაც მყვინთავები სავარაუდოდ 50 მეტრის სიღრმეში, გამოქვაბულების შესწავლას ცდილობდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მყვინთავები ხუთშაბათის დილით გაუჩინარდნენ. მათი დაკარგვის შესახებ განცხადება გემის ეკიპაჟმა გააკეთა.

პოლიციის ინფორმაციით, რეგიონში ამინდი არასტაბილური იყო. დედაქალაქ მალედან სამხრეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში სამგზავრო ნავებისა და მეთევზეებისთვის ყვითელი გაფრთხილება გამოცხადდა.
გერმანიის უნივერსიტეტის ცნობით, დაივინგის დროს დაღუპულთა შორის არიან საზღვაო ბიოლოგიის პროფესორი, მისი ქალიშვილი და ორი ახალგაზრდა მკვლევარი.
მალდივებზე დაივინგის დროს უბედური შემთხვევები იშვიათია, თუმცა ბოლო წლებში რამდენიმე ფატალური შემთხვევა მოხდა.
გასული წლის დეკემბერში, კუნძულ ელაიდჰუსთან ბრიტანელი ქალი მყვინთავი გარდაიცვალა.