ავტორი:

გამჭვირვალე ბოდე და გამვლელების გაოცებული მზერა — ბიანკა ცენსორი კვლავ განხილვის ცენტრშია

გამჭვირვალე ბოდე და გამვლელების გაოცებული მზერა — ბიანკა ცენსორი კვლავ განხილვის ცენტრშია

ბიანკა ცენსორის ჩაცმულობა კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ის ქმართან, კანიე უესტი ერთად პაემანზე ყოფნის დროს დააფიქსირეს. მისი გამჭვირვალე ანსამბლი სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიურად განიხილება.

ლუქი მან გამჭვირვალე კოლგოტებითა და წითელი, მუხლამდე ტყავის ჩექმებით დაასრულა.

ამავე დროს, 48 წლის კანიე უესტი შედარებით კლასიკურ სტილში იყო გამოწყობილი — მას შავი შარვალი, ყავისფერი ტყავის ქურთუკი და ტყავის ჩექმები ეცვა. ფოტოებზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ერთ-ერთი გამვლელის რეაქციაც, რომელიც ბიანკას ჩაცმულობით აშკარად გაოცებული ჩანდა და მას თვალს ვერ აშორებდა.

ბიანკას თამამი ჩაცმულობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ხდება განხილვის საგანი. გასულ თვეში მან გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააოცა, როდესაც კანიე უესტის ორ უმცროს შვილთან ერთად გამოჩნდა. ბიანკა რეპერის 8 წლის ქალიშვილს, ჩიკაგო უესტსა და 7 წლის ვაჟს, ფსალმ უესტს ლოს-ანჯელესში, ქანიეს შოუზე ახლდა.

წყარო