რუსული ავიაკომპანია Red Wings მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა რუსმა მგზავრმა თვითმფრინავის უკანა ნაწილში განთავსებული საპირფარეშო დატბორა. თვითმფრინავი მომხდარის შემდეგ ჟუკოვსკის აეროპორტში დაბრუნდა.
ბორტგამცილებლებმა ონკანის გადაკეტვა დროულად შეძლეს, თუმცა ეკიპაჟმა გადაწყვიტა ფრენა აღარ გაეგრძელებინა და მოსკოვში დაბრუნებულიყო.