ავტორი:

"საგაზაფხულო წაყინვებმა მოსავალი პრაქტიკულად, გაანადგურა" -  რა პროდუქციის დეფიციტს უნდა ველოდოთ?

"საგაზაფხულო წაყინვებმა მოსავალი პრაქტიკულად, გაანადგურა" -  რა პროდუქციის დეფიციტს უნდა ველოდოთ?

"საგაზაფხულო წაყინვებმა ზოგიერთი კულტურის მოსავალი პრაქტიკულად, გაანადგურა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ აგრონომმა და ფერმერმა აკაკი ღლონტმა ისაუბრა.

მისივე განმარტებით, აგრარულ სექტორში უამინდობასთან დაკავშირებული პირველი გამოწვევები აპრილიდან დაიწყო, როდესაც დაბალმა ტემპერატურამ ვეგეტაციის ფაზაში მყოფი მცენარეების კვირტების დაზიანება გამოიწვია.

  • როგორც აკაკი ღლონტი განმარტავს, კლიმატური პირობების გამო, წელს გურიაში რამდენიმე კულტურის, მათ შორის კივის, ხურმისა და ტყემლის დეფიციტია მოსალოდნელი.

"პრობლემები, პირველ რიგში, აპრილის საგაზაფხულო წაყინვებმა შექმნა. „საგაზაფხულო წაყინვა“ აგრონომიაში დამკვიდრებული ტერმინია და ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესმა შესაძლოა, მოსავალი მთლიანად გაანადგუროს.

ამას გამანადგურებელი ეფექტი აქვს იმ კულტურებისთვის, რომლებიც სწორედ მოცემულ მომენტშია ყვავილობის ფაზაში. განსაკუთრებით კი, დაბალ ზონებში მოქმედებს წაყინვა. თანაც, ცივი ამინდები და რაც მთავარია, ცივი ღამეები შემდგომ პერიოდებშიც გაგრძელდა, ეს კი მცენარისთვის პირდაპირი სტრესია და მოსავალზე ძალიან ცუდად აისახება...განაგრძეთ კითხვა