ავტორი:

მასშტაბური სპეცოპერაცია "CACHABA", რომელიც ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ჩაატარეს - დაკავებულია 13 პირი: დეტალები

მასშტაბური სპეცოპერაცია "CACHABA", რომელიც ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ჩაატარეს - დაკავებულია 13 პირი: დეტალები

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის „CACHABA“-ს ფარგლებში 13 პირი დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საპოლიციო ღონისძიება საქართველოს პოლიციის ატაშესთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა და მას წინ უძღოდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაცია.გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში ჩადენილ 27 ბინის ქურდობაში მონაწილეობდნენ.

  • ირკვევა, რომ დაჯგუფება ორი სხვადასხვა შტოსგან შედგებოდა - ქართული წარმოშობის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ ბინის ქურდობებს ახორციელებდნენ, და ესპანური შტოსგან, რომლებიც მოპარული ნივთების რეალიზაციას სხვადასხვა ქალაქში ახდენდნენ.

ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა, სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდში, ვალენსიაში, გვადალახარასა და ალიკანტეში, ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს. გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 510-ე, 301-ე და 570-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.