ავტორი:

რა თქვა ანდრეი სიბიგამ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ?

რა თქვა ანდრეი სიბიგამ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ?

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის სხდომაზე ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

  • მისი განმარტებით, საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში გამართული ბოლოდროინდელი დიალოგის პირდაპირი გაგრძელება იყო.

"განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, სუამ-ში, და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე. ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას“, - წერს სიბიგა.