მოგზაურობა დღეს მხოლოდ ბილეთებისა და სასტუმროს დაჯავშნით აღარ შემოიფარგლება. თანამედროვე მოგზაურისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მუდმივი და სტაბილური ინტერნეტი საზღვარგარეთ - იქნება ეს ნავიგაციის გამოყენება, ახლობლებთან კომუნიკაცია, სოციალური ქსელები თუ ონლაინ მუშაობა.
სწორედ ამიტომ, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ბევრს უჩნდება კითხვა - რა სჯობს: ტრადიციული SIM ბარათი თუ თანამედროვე სამოგზაურო eSIM ?
წლების განმავლობაში ფიზიკური სიმ-ბარათი ერთადერთი გზა იყო მობილურ ქსელთან დასაკავშირებლად. მოგზაურობისას მომხმარებლების აჩევანი იყო როუმინგი საზღვარგარეთ, რომელიც მაღალი ფასით გამოირჩევა, ან კონკრეტულ ქვეყანაში ადგილობრივ სიმ - ბარათს ყიდულობდნენ. თუმცა ორივე ვარიანტი ხშირად დამატებით დისკომფორტთან იყო დაკავშირებული - აეროპორტში ან უცხო ქალაქში მაღაზიის ძებნა, სიმ - ბარათის გამოცვლა და ყოველ ჯერზე ახალი ნომრის გამოყენება ბევრისთვის მოუხერხებელ პროცესად რჩებოდა.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს გამოცდილებაც შეიცვალა. eSIM (ელექტრონული სიმი) ანუ ციფრული SIM ტექნოლოგია, რომელიც უკვე ჩაშენებულია თანამედროვე სმარტფონებში და მოწყობილობებში - მოგზაურებისთვის ბევრად უფრო მოქნილ და თანამედროვე გადაწყვეტად იქცა.

დღეს სამოგზაურო ინტერნეტი ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით. COSMOSIM-ის კომფორტული აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს eSIM დაყენება რამდენიმე წამში შეუძლია - ფიზიკური სიმ-ბარათის შეცვლისა და დამატებითი პროცედურების გარეშე. ინტერნეტის გააქტიურებაც სრულად ონლაინ ხდება.
eSIM-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მრავალ ქვეყანაში გამოყენების შესაძლებლობაა. თუ მოგზაურობისას რამდენიმე ქვეყნის მონახულებას გეგმავ, ტრადიციული სიმ - ბარათი ნაკლებად პრაქტიკული არჩევანია, რადგან ხშირად მხოლოდ ერთ ქვეყანაში მუშაობს. eSIM-ის შემთხვევაში კი შესაძლებელია რეგიონალური პაკეტის გააქტიურება და ინტერნეტის გამოყენება სხვადასხვა ქვეყანაში ერთი პაკეტით.
მნიშვნელოვანია კავშირის ხარისხიც. eSIM ინტერნეტი მომხმარებელს სხვადასხვა ქსელთან დინამიური კავშირის შესაძლებლობას აძლევს, რაც მოგზაურობისას უფრო სტაბილურ და სწრაფ ინტერნეტს უზრუნველყოფს. COSMOSIM მხოლოდ მსოფლიოში წამყვან ოპერატორებთან თანამშრომლობს, რაც მაღალი სიჩქარისა და საიმედო კავშირის გარანტიაა.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე მოგზაურებისთვის eSIM უკვე არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე, არამედ ყოველდღიური კომფორტის ნაწილი გახდა - მარტივი, სწრაფი და პრაქტიკული გზა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მუდმივად ონლაინ დარჩე.
NS