ჟურნალ “Scientific Reports“ -ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ტაილანდში აქამდე უცნობი დინოზავრის სახეობის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელსაც Nagatitan chaiyaphumensis უწოდეს. მეცნიერების ვარაუდით, ეს გრძელკისერა ბალახისმჭამელი ქვეწარმავალი იმდენსავე იწონიდა, რამდენსაც ცხრა ზრდასრული აზიური სპილო, ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ოდესმე ნაპოვნ დინოზავრებს შორის ყველაზე დიდია.

გიგანტური არსების სიგრძე 27 მეტრს აღწევდა, წონა კი დაახლოებით 27 ტონას შეადგენდა. მკვლევრების თქმით, დინოზავრი დღევანდელი ტაილანდის ტერიტორიაზე დაახლოებით 100-120 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.
“ჩვენი დინოზავრი საკმაოდ დიდია, ის სავარაუდოდ 10 ტონით მეტს იწონიდა, ვიდრე ცნობილი დიპლოდოკი “დიპი“ (Dippy)“ , - აღნიშნა წამყვანმა მკვლევარმა, თიტივუტ სეთაფანიჩსაკულმა.
იქიდან გამომდინარე რომ ნაშთები ტაილანდის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა გეოლოგიურ ფორმაციაში იპოვეს, მეცნიერებმა ახლად აღმოჩენილ ზავროპოდს “უკანასკნელი ტიტანი“ უწოდა. რეგიონი რომელიც აღნიშნული დინოზავრების საბინადრო არეალად მიიჩნევა, მოგვიანებით ზღვად იქცა, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ბოლო დიდი ზავროპოდი იყოს, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღმოაჩინეს.
