ავტორი:

დაზიანდა ვენახები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ... - ძლიერმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა

დაზიანდა ვენახები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ... - ძლიერმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა

ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ მატანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შიდა საუბნო გზები დაზიანდა.

მათივე განცხადებით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ აქვთ რა ოდენობის ზარალი მიაყენა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ვენახებსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს.

ადგილობრივ მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის შესახებ ინფორმირებულები არიან, თუმცა მასშტაბების დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო გორისა და კასპის მუნიციპლაიტეტებში. იხილეთ სტატია