ერთხელ 20 მილიონი დოლარის ღირებულების განქორწინების საქმე სრულიად უმნიშვნელო, 49 - დოლარიანი ტოსტერის გამო ჩაიშალა.

სხვა შემთხვევაში, ქალმა განქორწინების პროცესში სოლარიუმი საერთო სახლიდან სასტუმროს ნომერში გადაიტანა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ “იმიჯი შეენარჩუნებინა“.
იყო კაციც, რომელიც დაჟინებით ითხოვდა დივანი მის საკუთრებაში დაეტოვებინათ, თუმცა ამას არა კომფორტისთვის, არამედ იმიტომ აკეთებდა, რომ ღალატის დროს მეუღლემ ის სწორედ ამ დივანზე გამოიჭირა.
ეს მოთხოვნები რაიმე განსაკუთრებულ გამონაკლისს არ წარმოადგენს, პირიქით, მსგავსი შემთხვევები განქორწინების პროცესში საკმაოდ გავრცელებულია და როგორც ადვოკატები ამბობენ, რომ რაც უფრო უმნიშვნელო და უცნაურია მოთხოვნა, მით უფრო ემოციური და კონფლიქტურია დაშორება.
“ყველაზე ხშირი დავები სულელურ, იაფფასიან ნივთების გამო მინახავს, მეუღლეები სასიკვდილო ბრძოლაში ძველი ჭიქების, ქვაბების, იაფიანი მაგიდებისა და უსარგებლო დივნების გამო ებმებიან", -განუცხადა “The Post“ -ს ადვოკატმა პოლ ტალბერტმა.

განქორწინება ამერიკული ცხოვრების განუყოფელი ნაწილს წარმოადგენს, მხოლოდ 2023 წელს 1.8 მილიონზე მეტი ადამიანი დაშორდა ერთმანეთს, თუმცა როგორც ადვოკატები ამბობენ საქმე არა იმდენად ნივთებში, არამედ იმაში მდგომარეობს , რაც მათ მიღმა იმალება. ბევრისთვის განქორწინების პროცესი კონტროლისთვის ბრძოლის ბოლო რაუნდად, წყენის, მანიპულაციისა თუ შურისძიების იარაღად იქცევა.
მეექვსე კლასის გაყვითლებული სასკოლო ალბომი, რომელიც წლების განმავლობაში არავის გახსენებია, მწვავე მიმოწერის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც “გაუჩინარდა“.

ადვოკატი სარა ჯეიკობსoნი იმ კლიენტს იხსენებს, ვინც “საყვარელი ხის კოვზის“ გამო დავობდა, რომელიც თითქოს საგვარეულო რელიკვია იყო, თუმცა მანამდე მას არავინ იყენებდა.
ზოგისთვის დავა პრაქტიკულ ხასიათს ატარებს - რატომ უნდა იყიდოს კლიენტმა ახალი ნივთი თუკი ის უკვე არის ? თუმცა, როგორც ადვოკატები ამბობენ, რეალურად ამ დავებს ფულთან კავშირი იშვიათად აქვს.
“ერთხელ სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ დარჩენილი ნახევრად ცარიელი ჭურჭლის სარეცხი სითხის ბოთლის ღირებულებაზე ვკამათობდით, თუმცა ხშირად საქმე ნივთში კი არა, მის სიმბოლურ მნიშვნელობაში ან თუნდაც იმ გადაჭარბებულ მნიშვნელობაშია, რომელსაც ის იძენს, როდესაც ადამიანს სამართლიანობის განცდა ერღვევა", - იხსენებს ადვოკატი ნიკოლ სოდომა.

ზოგჯერ მოთხოვნები იმ ცხოვრების სტილის შენარჩუნებას ეხება, რომელიც წყვილის ქორწინებამ გახადა შესაძლებელი. ადვოკატები აღწერენ შემთხვევებს, როდესაც კლიენტები კერძო თვითმფრინავების გამოყენების უფლებისთვის ან პრესტიჟული კლუბების აბონემენტების გამო იბრძვიან.
მქონია შემთხვევა, როდესაც შეთანხმებაში ჩაწერეს პირობა, რომ ყოფილ მეუღლეს აღარასდროს ჰქონდა უფლება კონკრეტულ რესტორანში მისულიყო, ეს ის ადგილი იყო, სადაც წყვილი მანამდე ერთად დადიოდა“ ამბობს ადვოკატი სექსტონი
ბევრ განქორწინების პროცესში შინაური ცხოველი ემოციური ომის ცენტრალური ნაწილად იქცევა ხოლმე.

იყო შემთხვევა, როდესაც წყვილმა სასამართლოში პატარა კუს ფლობის უფლებაზე კამათში უფრო მეტი დრო დახარჯა, ვიდრე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ცხენების გაყოფაზე.
კალიფორნიელმა ადვოკატმა ბრაიან მაიერმა კი ის შემთხვევა გაიხსენა, სადაც ორივე მხარე “გოლდენ რეტრივერზე“ მეურვეობის გამო ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდა, თუმცა საკუთარ შვილებთან დაკავშირებით იგივე ემოცია არ გამოუხატავთ.
ადვოკატები თანხმდებიან, რომ ექსტრემალური მოთხოვნები, საბოლოო ჯამში, კონტროლის სურვილს უკავშირდება. ზოგისთვის ეს არის ბოლო შანსი რომ , “ყოფილ პარტნიორს ატკინოს“.

“მინახავს მცდელობები, რომ ყოფილ მეუღლეს ახალ პარტნიორებთან დაკავშირებით შეზღუდვები დაუწესონ, თუ როდის და რა პირობებით შეუძლია მას ახალი ურთიერთობის დაწყება” - ამბობს ადვოკატი.
ზოგჯერ დავის მიზანი არა პრობლემის მოგვარება, არამედ თავად განქორწინების პროცესის ჩაშლა წარმოადგენს. ვაშინგტონელმა ადვოკატმა დუეინ კოკერმა გაიხსენა წყვილი, რომელიც “Walmart“ -ის 40-დოლარიანი თაროს გულისთვის დაობდა. ერთს მისი დატოვება, უბრალოდ, იმიტომ უნდოდა, რომ ბრძოლა არ დაესრულებინა, მეორეს კი მისი დაწვა სურდა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ადამიანების ეს ქცევა სულაც არ არის გასაკვირი, განქორწინება, განსაკუთრებით მწვავე, წარმოადგენს ბოლო შანსი, მოახდინო ზეგავლენა ადამიანზე, რომელიც ოდესღაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
“ურთიერთობები ხშირად იმავე ვნებით მთავრდება, როგორითაც დაიწყო", - ამბობს სექსტონი.
შესაძლოა გარედან ქმედებები ირაციონალურად მოჩანდეს, სინამდვილეში კი ეს არის ბრძოლა აღიარებისთვის და იმისთვის, რომ თავი “დამარცხებულად“ არ იგრძნო.