ავტორი:

"რაია, სიმონ, პოლიციელი დაკალით?" - ყასბის, ექიმის, ბაღიდან გარიცხული "აღვირახსნილი“ გოგონასა და სხვათა ამბები ქუთაისიდან

"რაია, სიმონ, პოლიციელი დაკალით?" - ყასბის, ექიმის, ბაღიდან გარიცხული "აღვირახსნილი“ გოგონასა და სხვათა ამბები ქუთაისიდან

ქუთაისური იუმორი კეთილი და უწყინარია. თითოეული ხუმრობა, ანეკდოტი თუ სხარტულა მოწმობს, რომ ამ პატარა ლამაზ ქალაქში ჰაერიც იუმორითაა გაჟღენთილი და ეს მათი ყოველდღიურობაა. ეს ჩვენს რესპონდენტზეც ითქმის - ახალგაზრდა, მომხიბვლელი თამარ აბჟანდაძე მშობლიურ ქალაქში გაგონილ "მარგალიტებს" შესაშური ოსტატობით ჰყვება:

ქუთაისელი ექიმთან მივიდა:

- ექიმო, ყველაფერი მტკივა, სადაც თითს მივიდებ, ყველგან მტკივა!

ექიმმა უცნაური პაციენტი გასინჯა და დაამშვიდა:

- ძამია, შენ ყველაფერი კი არა, თითი გაქვს მოტეხილი!

* * *

ქუთაისელი ბიჭი ყასაბთან მივიდა ხორცის საყიდლად და ეკითხება:

- გული გაქვთ? - არაო.

- ჯიგარი გაქვთ? - არაო.

- ტვინი გაქვთ? - არაო.

- რაია, სიმონ, პოლიციელი დაკალით? - იკითხა გაოცებულმა კლიენტმა.

* * *

ქუთაისელი თვითმფრინავით მგზავრობს. ცოტა ხანში ხედავს, რომ თვითმფრინავის "კუდს" ცეცხლი ეკიდება და ვარდება. არც აცია, არც აცხელა, ერთადერთ პარაშუტს სტაცა ხელი და გადასახტომად მოემზადა.

- სად მიდიხარ, ვერ ხედავ, სალონში რამდენი ქალია? - შესძახა სტიუარდესამ.

- სა მცალია ახლა მე ქალებიზა?! - გაუკვირდა შეშინებულ მგზავრს. გააგრძელეთ კითხვა