ქართველი მსახიობი თათია წულაძე, იტალიური კინოს მშვენება მონიკა ბელუჩი და ფრანგული კინოს ვარსკვლავი ბენუა მაჟიმელი ერთად თამაშობენ რეჟისორ ლეა მისიუსის ფილმში "დაბადების დღის წვეულება“ (The Birthday Party/Histoires de la nuit), რომელიც წლევანდელი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის "ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად 79-ე ყოველწლიური კინოფორუმის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. “ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გვერდმა “კინო სეანსი“ გაავრცელა.
თათია წულაძე საფრანგეთიდან გვესაუბრა...
- თათია, უპირველესად, რას უმადლით დიდ წარმატებას?
- ძალიან დიდ შრომას, თუმცა იღბალსაც... იღბალი იყო ამ ფილმის კასტინგის შესახებ რომ გავიგე და მე შემარჩიეს. მოვხვდი იმ რეჟიოსრის ფილმში, რომლის ფილმებიც ყოველთვის მომწონდა.

- ფილმში, სადაც მონაწილეობს მონიკა ბელუჩი...
- დიახ, ასევე ჩემთვის გამორჩეული ფრანგი მსახიობები: - ჰაფსია ჰერზი, ბენოა მაგიმელ, ბასთიენ ბუილიონ, პოლ ჰამი, პოლ ჰამი, ალან დელაჰე..

- გადასაღები მოედნიდან რა დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?
- გადაღებები ფრანგულ სოფელში, ძალიან ლამაზ, განსხვავებული გარემოში მიმდინარეობდა. გადამღებ ჯგუფთან ერთად მდინარესთან გავდიოდი და თავი მართლაც ჯადოსნურ, ზღაპრიულ სამყაროში მეგონა. ძალიან კარგ აურას ქმნიდა ფილმის ტექნიკური ჯგუფიც.
- თქვენს როლზე რომ გვითხრათ...
- მეორეხარისხოვანი როლია, ჩემი გმირია გოგონა სახელად კიმი, რომელიც მთავარი გმირის, ნორას მეგობარია. ისინი ერთად მუშაობენ. ჩემი სცენა ნორას დაბადების დღეზეა, სადაც დაპატიჟებული ვარ. დაბადების დღე როგორც კოშმარი, ცუდად ჩაივლის. ნორას წარსულის ადამიანები ახლიდან შემოდიან მის ცხოვრებაში და კოშმარად აქცევენ... გააგრძელეთ კითხვა