ავტორი:

თავდასხმა განხორციელდა რუსეთში არსებულ ქარხანაზე - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

თავდასხმა განხორციელდა რუსეთში არსებულ ქარხანაზე - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

რუსეთის სტავროპოლის მხარეში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად სტავროპოლის მხარეში, ქალაქ ნევინომისკში მდებარე „აზოტის“ ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

"ნევინომიისკის აზოტის" ქარხანა რუსეთში აზოტოვანი სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა, ვლადიმერ ვლადიმეროვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნიე-ჩელნიში მდებარე ელექტრომოწყობილობების საწარმოზეც.

თათრეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ცნობით, საწარმოში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.