ავტორი:

ჰეილი ბიბერის ახალი, თამამი ფოტოსესია

ჰეილი ბიბერის ახალი, თამამი ფოტოსესია

ჰეილი ბიბერმა სოციალური ქსელები კიდევ ერთხელ აალაპარაკა, როდესაც საკუთარი ბრენდის, Rhode-ის ახალი ფოტოსესიისთვის აუზთან გადაღებულ კადრებში გამოჩნდა. მან ფოტოსესიისთვის პატარა ბიკინი მოირგო და გლამურული ლუქით ყურადღება მალევე მიიპყრო.

ფოტოებმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია — თაყვანისმცემლები განსაკუთრებით მის სტილს, ფორმასა და კამერის წინ თავდაჯერებულ გამოჩენას გამოეხმაურნენ.

ჰეილი ბიბერის მიერ დაარსებული Rhode Beauty დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სილამაზის ბრენდად მიიჩნევა. ბრენდმა სულ რამდენიმე წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. სწორედ ამ წარმატების შემდეგ კომპანია elf Beauty-ის ინტერესის საგანიც გახდა.

ბრენდის მთავარი კონცეფცია კანის მოვლის მინიმალისტურ მიდგომას ეფუძნება — მრავალფეროვანი და გადატვირთული ასორტიმენტის ნაცვლად, Rhode მომხმარებელს მცირე, თუმცა მაღალხარისხიან და ეფექტურ პროდუქტებს სთავაზობს.

Rhode-ის პოპულარობა დიდწილად მის გამორჩეულ მარკეტინგულ სტრატეგიას უკავშირდება.

წყარო