აშშ და ისრაელი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებზე მუშაობენ, - ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ერთ-ერთ ვარიანტს ირანის სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტების უფრო ინტენსიურად დაბომბვა წარმოადენს.
ასევე, წყაროების ცნობით, შესაძლოა, აშშ-მა ირანიდან ბირთვული მასალის გამოსატანად სპეციალური დანაყოფებიც გამოიყენოს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან შეხვედრაზე ირანის საკითხიც განიხილა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ირანზე. გვინდა, რომ ეს დასრულდეს. არ გვინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. გვინდა, რომ სრუტეები გაიხსნას“, - აღნიშნა ტრამპმა.