14 მაისს თბილისის მეტროში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილი გოგონას ვინაობა ცნობილია. 21 წლის მარიამ ტყემალაძე იმ საბედისწერო დღეს მეტროსადგურ "სამგორში" უცებ ცუდად გახდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი, ეს ექსპერტიზით უნდა გაირკვეს. გოგონას გული გაუჩერდა. როგორც ცნობილი ხდება, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იყო იმ დღეს მეტროში და მეგობრები შეესწრნენ ამ უმძიმეს ტრაგედიას, ისინი მომხდარით შეძრულები არიან. მათ თვალწინ მარიამს ხელიდან ტელეფონი გაუვარდა, მოულოდნელად გახდა ცუდად, გონება დაკარგა. ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადე თურმე საათზე მეტხანს ცდილობდა მისთვის გულის ამუშავებს, თუმცა უშედეგოდ...
"მარიამი თსუ-ს წარჩინებული სტუდენტი იყო, ძალიან მიზანდასახული, ჭკვიანი. ყველაფრის სათავეში იდგა, ყველაფრის თავი, ძალიან აქტიური და ჩართული ყველაფერში, ყველას დაგვაკლდება ჩვენი წილი მარიამი," – ამბობს მისი მეგობარი გოგონა.
სოციალურ ქსელში უამრავი გამოსამშვიდობელი სტატუსი დევს. ყველა შეძრულია მომხდარით. ემოციური სტატუსი დადო ფეისბუქის გვერდზე ასევე გოგონას ლექტორმა თამარ ბელქანიამ, რომელიც ასწავლიდა უნივერსიტეტში მარიამს. “წესით ამ წუთას ლექციაზე უნდა ვიყო. მოტეხილი ფეხით. გიფსში ძლივს მივაღწიე მეექვსემდე და უფრო ძლივს შევძელი შენობის მძიმე კარის გაღება.
"მოვაღწიე"- გავიფიქრე და ამოვისუნთქე. ნაბიჯი გადავდგი. ფეხი სველზე ამისრიალდა და სწორედ ნატეხ ფეხს მთელი სიმძიმით დავასკდი. ტკივილისგან ღმუილი ამომხდა და უცებ ვხედავ ზევით ჰაერში მივდივარ... გარდავიცვალე?? -არა! ვიღაცამ ძლიერი ხელით ამწია და იქვე სკამზე ჩამსვა. ჩემს წინ შავგრემანი ლამაზი სახის გოგო იდგა. ის ვინც დაცემის წამიდან ხელი არ გამიშვა. .... ასე გავიცანი მარიამ ტყემალაძე. თბილი. ერთგული. მომღიმარი. მუდამ მოძრავი. საქმიანი. კეთილი. მართალი. სწორი.მმზრუნველი. ნიჭიერი. მეგობრული. ხმაურიანი . სიცოცხლით სავსე, ჟანგბადით სავსე... ახლაც ყურში ჩამესმის მისი გულიანი სიცილი. ...ბევრი გეგმები გვქონდა. ძალიან ბევრი. "მიშვილეთო", ხუმრობდა მაინც თქვენთან ვარ სულ და ბარემ ერთად ვიყოთო. ... წესით ახლა ლექციაზე უნდა ვიყო. პირველ ლექციაზე, ვაფრთხილებ არასოდეს დაიგვიანოთ. დრო არის მთავარი ფაქტორი... -"აი, მე თუ ვიგვიანებ, ე .ი გარდავიცვალე " ახლაც ლექციაზე უნდა ვიყო. ისიც. უბრალოდ, ის გარდაიცვალა. ჩემი ლამაზი. კეთილი ძლიერი სუფთა მართალი ნიჭიერი თბილზე თბილი მარიამი. წავიდა უცებ. ჩუმად, უხმოდ. მინდა ვიყვირო მარიამ რატომ?! - სად მიდიან ასეთი გულის ახალგაზრდები!!! რატომ ჩერდება მათი გული და სად ვიყავი მე, როცა შენ გეტკინა გული! რა მინდა ლექციაზე, როცა იქ არ მოვა მარიამი. ნეტა მართლა მეშვილე! მე ვერ ჩავდივარ და არც შენ ჩაგიშვებდი მეტროში!! ....... აი, ის კარიც, რომლის მიღმა გავიცანი ჩემი მარიამი. მიყვარხარ მარიამ! მარიამ. იქ, მეტროში, მიწის ქვევით შენი მეგობრები ლოცულობდნენ, რომ გაცოცხლებულიყავი. ლოცულობდნენ რომ ცაში არ წასულიყავი. წახვედი და ისევ ზამთარი დადგა”, - წერს თამარ ბელქანია.
უფრო მეტი დეტალის გასარკვევათ ჩვენ თამარ ბელქანიას დავუკავშირდით. ის მომხდარით შეძრულია და ძალიან განიცდის...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: