ავტორი:

40 წლის მამაკაცი მეტროს ესკალატორში გაჭედვის შემდეგ გარდაიცვალა - "მის დასახმარებლად არავინ გაჩერდა": ბოსტონში მომხდარი საზარელი შემთხვევის დეტალები

40 წლის მამაკაცი მეტროს ესკალატორში გაჭედვის შემდეგ გარდაიცვალა - "მის დასახმარებლად არავინ გაჩერდა": ბოსტონში მომხდარი საზარელი შემთხვევის დეტალები

40 წლის სტივენ მაკკლასკი, ორი შვილის მამა, მასაჩუსეტსის შტატში, სამერვილის დევისის სადგურზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა 27 თებერვალს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 5 საათამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მაკკლასკიმ ესკალატორზე ჩასვლისას წონასწორობა დაკარგა და მძიმე დაზიანებები მიიღო. სამშაბათს, MBTA-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ შემთხვევის დროს ათზე მეტმა ადამიანმა ჩაიარა მის გვერდით, თუმცა არცერთი მათგანი არ გაჩერებულა დასახმარებლად.

არსებული ინფორმაციით, მაკკლასკიმ წონასწორობა დაკარგა და დაეცა. დაცემის დროს მისი ქურთუკი ესკალატორის მექანიზმში გაიჭედა. ვიდეოში ჩანს, რომ ის რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა გათავისუფლებას.

მოძრავ მექანიზმში ქურთუკის უფრო ღრმად ჩათრევის შემდეგ, ქსოვილი კისერზე მოეჭიდა, რამაც სუნთქვა გაურთულა.

ვიდეომ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მოქალაქეების პასუხისმგებლობის საკითხზე დისკუსია გააჩინა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაკკლასკი შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახის წევრები მას შრომისმოყვარე და ერთგულ მამად ახასიათებენ, რომლის გარდაცვალებამ ახლობლები და საზოგადოება მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

წყარო