ავტორი:

ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ცხედარიც ხრამში იპოვეს, მაშველი ნოდარ მიქელაძეა - რა დეტალებია ცნობილი

ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ცხედარიც ხრამში იპოვეს, მაშველი ნოდარ მიქელაძეა - რა დეტალებია ცნობილი

შუახევის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სოფელში, ხრამში 35 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი, სავარუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხევში გადავარდა.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი ნოდარ მიქელაძეა, რომელიც სამაშველო სამსახურში მუშაობდა.

"ბათუმელების" ტრაგიკულ ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა სუფრა 15 მაისს, გვიან საღამოს, რომელზეც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირებაში პოლიციის თანამშრომელიც მონაწილეობდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.