ავტორი:

გადაჭედილი ლონდონის ქუჩები და შეძახილები: "წავიდეს სტარმერი" - ადგილზე 4000 პოლიციელია განლაგებული (ფოტოები)

გადაჭედილი ლონდონის ქუჩები და შეძახილები: "წავიდეს სტარმერი" - ადგილზე 4000 პოლიციელია განლაგებული (ფოტოები)

ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობა და პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია მიმდინარეობს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ცენტრალურ ლონდონში ერთმანეთის პარალელურად ორი მსვლელობა მიმდინარეობს, რომლებშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს.

  • მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობის „გააერთიანე სამეფოს“ მონაწილეებს მარშის ორგანიზატორმა ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, ტომი რობინსონმა მიმართა და მათ „ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართვისკენ“ მოუწოდა.

მსვლელობის მონაწილეები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებენ და სკანდირებენ: „წავიდეს სტარმერი“.

პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე შეკრებილ ადამიანებს ხელში პლაკატები აქვთ წარწერებით: „თავისუფლება პალესტინას“ და „გავანადგუროთ ულტრამემარჯვენეები“.

ლონდონის ცენტრში 4000-ზე მეტი პოლიციელია განლაგებული, რომლებიც მსვლელობებს შორის ვითარებას აკონტროლებენ.

პოლიციაში განაცხადეს, რომ „სხვადასხვა დარღვევისთვის“ 11 ადამიანი დააკავეს, თუმცა არ დააკონკრეტეს რომელი მსვლელობის მონაწილეები არიან დაკავებულები.