დღეს თბილისის "დინამოს" რიგებში, "კვარა" უმცროსის დებიუტი შედგა.
კლუბის ახალდანიშნულმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელია მეორე ტაიმში შეიყვანა. ვიხილეთ მისი რამდენიმე ისეთი მოძრაობაც, რამაც კიდევ ერთხელ მოგვცა იმის საშუალება, რომ პარალელი გაგვევლო ხვიჩასთან, თუმცა იქამდე თორნიკეს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და დარწმუნებულები ვართ, უფროს ძმას პროფესიონალიზმშიც მიბაძავს.
შეიძლება ითქვას, რომ "დინამოსთვის" თოკოს დებიუტი ფეხბედნიერი გამოდგა - თბილისის "დინამომ" დედაქალაქურ დერბიში დაამარცხა "იბერია 1999", მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერთან ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. ეს იმის წინაპირობაა, რომ ეროვნული ლიგა ბოლომდე დაძაბული და დამაინტრიგებელი იქნება.
მომდევნო ტური არანაკლებ საინტერესოა. 20 მაისს თბილისის "დინამო" გორში "დილას" შეხვდება, ხოლო "იბერია" "გაგრას" უმასპინძლებს.