"ევროვიზია 2026"-ის გამარჯვებული ბულგარელი პოპვარსკვლავი, 27 წლის დარა გახდა, თავისი ენერგიული სიმღერით - "Bangaranga"

აღსანიშნავია, რომ დარა კონკურსის ფავორიტად არ მიიჩნეოდა. ბულგარეთი ევროვიზიის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Cgu6QuMrwKI?si=f5Hx9W2Ri3NzD0_2" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
დარა თავის ქვეყანაში ცნობილი პოპ-მუსიკოსია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ხმის ტემბრით, ხოლო სცენაზე - ცეცხლოვანი და შთამბეჭდავი პერფორმანსით.
მისი ყველაზე დიდი ჰიტებია Thunder, Call Me და Mr. Rover.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ჯგუფი "ბზიკები" წარადგენდნენ. სამწუხაროდ ისინი ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდნენ და კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ.