იტალიურ ქალაქ მოდენაში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მანქანით მოქალაქეებს დაეჯახა, გადმოვიდა და ერთ-ერთი გამვლელი დანით დაჭრა, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა. დაახლოებით 5 მოქალაქე მას გაეკიდა, დააკავეს და სამართალდამცველებს გადასცეს.

დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
"ის, რაც დღეს მოდენაში მოხდა, სადაც მამაკაცი რამდენიმე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა და შემდეგ, არსებული ცნობებით, გამვლელი დაჭრა დანით, უკიდურესად სერიოზულია.
სოლიდარობას ვუცხადებ დაშავებულებსა და მათ ოჯახებს. ასევე მადლობას ვუხდი მოქალაქეებს, რომლებიც მამაცად ჩაერივნენ დამნაშავის გასაჩერებლად, და სამართალდამცავ ორგანოებს, მათი რეაგირებისთვის,” - წერს ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელში.