ავტორი:

ლეგენდარული ირლანდიელი UFC-ის უბრუნდება - ცნობილია, ვისთან გამართავს კონორ მაკგრეგორი 11 ივლისს ბრძოლას

ლეგენდარული ირლანდიელი UFC-ის უბრუნდება - ცნობილია, ვისთან გამართავს კონორ მაკგრეგორი 11 ივლისს ბრძოლას

ლეგენდარული ირლანდიელი მებროლი, კონორ მაკგრეგორი UFC-ის უბრუნდება. უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ კონორი 5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ბრძოლას 11 ივლისს ლას-ვეგასში, UFC 329-ზე დაბრუნდება და ნახევრადმსუბუქ წონაში მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.

  • 37 წლის ირლანდიელი ბოლოს 2021 წელს დასტინ პორიესთან დამარცხდა და ამ მარცხის შემდეგ აღარ იბრძოდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელსაც იგეგმებოდა მისი დაბრუნება, რა დროსაც ამერიკელ მაიკლ ჩენდლერს უნდა დაპირისპირებოდა, თმცა ბრძოლამდე ორი კვირით ადრე კონორმა უარი თქვა ოქტაგონზე გამოსვლაზე, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ თითი მოიტეხა.

  • მაკგრეგორს, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი MMA ვარსკვლავია, 2008 წელს დებიუტის შემდეგ 22 გამარჯვება და ექვსი მარცხი აქვს.

ის იყო UFC-ის პირველი მებრძოლი, რომელიც ერთდროულად ორ წონაში გახდა ჩემპიონი.