ავტორი:

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობა მიმდინარეობს.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fambebi.ge%2Fposts%2Fpfbid024Kyf2ErV93652JvYmryDJuNVuJazrRrofzKmbtr1pt5wDUKQ9rkabQjkvvd8BMbNl&show_text=true&width=500" width="500" height="689" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>
  • მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ "ქართული ოცნების" წევრები.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F987896283608075%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს. წირვას დაესწრებიან საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.