ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას აფეთქება „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯანმო-ს განცხადებით, შაბათის მდგომარეობით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში გარდაცვალების 80, ლაბორატორიულად დადასტურებული რვა და 246 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში, სადაც ებოლა პირველად 1976 წელს დაფიქსირდა, მე-17 აფეთქება შესაძლოა გაცილებით მასშტაბური იყოს, საწყისი ნიმუშების მაღალი დადებითობის მაჩვენებლისა და საეჭვო შემთხვევების მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით.

ორგანიზაციის განმარტებით, ეს აფეთქება განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან, ებოლას ზაირის შტამისგან განსხვავებით, ბუნდიბუგიოს ვირუსის წინააღმდეგ დამტკიცებული სპეციფიკური სამკურნალო საშუალებები ან ვაქცინები არ არსებობს. ქვეყნის წინა აფეთქებებიდან ყველა, ერთის გარდა, სწორედ ზაირის შტამით იყო გამოწვეული.