რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 18 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან 2 წლის გოგონა და 10 წლის ბიჭი.

ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა დნიპროზე თავდასხმა კვირას საღამოდან დაიწყეს. თავდაპირველად, ქალაქს დრონებით შეუტიეს, მოგვიანებით კი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს.
უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის 10 წლის ბავშვიცაა.