ავტორი:

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციისთვის მოლდოვის 2 მოქალაქე დააკავეს - რას აცხადებს შსს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციისთვის მოლდოვის 2 მოქალაქე დააკავეს - რას აცხადებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის 2 მოქალაქე დააკავეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.