ბათუმში მცხოვრები ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ 20 დღის ჩვილი, რომელიც ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში ვირუსულ ინფექციაზე სამკურნალოდ შეიყვანეს, სავარაუდოდ, ძირს დაუვარდათ და ფაქტის დამალვა სურთ.
როგორც ისინი “ტვ პირველთან“ აცხადებენ, მას შემდეგ რაც ჩვილის მდგომარეობა გართულდა, ის თბილისის იაშვილის სახელობის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, რეანიმობილით გადმოიყვანეს.
“ბავშვს გაურთულდა ბრონქები და სამკურნალოდ მივიყვანეთ ბათუმის იაშვილის კლინიკაში. შემდეგ ექიმებმა გვითხრეს რომ თავი აქვს გატეხილი და აბრალებენ ოჯახს.
ბავშვს გვატანენ სახლში, როგორ წავიყვანოთ? განსაკუთრებულს არავინ არაფერს ითხოვს, მოარჩინონ. კვირა დღეს გაწერეს, როგორ შეიძლება ეს?! დაზიანება მიაყენეს და ოჯახს აბრალებენ.
არაფერი არ ჰქონდა ბავშვს. იყო ჯანმრთელი, ვირუსი ჰქონდა, შევიდა სამკურნალოდ, დაზიანება მიაყენეს და ოჯახს აბრალებენ. თავგატეხილია ბავშვი,“ - აცხადებენ ჩვილის ოჯახის წევრები.
იხილეთ ასევე: