ავტორი:

ძლიერი აფეთქება ავიაშოუზე - საჩვენებელი მანევრირების შესრულებისას, აშშ-ის ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა (ფოტო/ვიდეო)

ძლიერი აფეთქება ავიაშოუზე - საჩვენებელი მანევრირების შესრულებისას, აშშ-ის ორი გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა (ფოტო/ვიდეო)

აშშ-ში, აიდაჰოს მაუნთ-ჰოუმის ავიაბაზაზე გამართულ ავიაშოუ Gunfighter Skies-ის დროს, ჰაერში ერთმანეთს 2 F/A-18-ის ტიპის გამანადგურებელი შეეჯახა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავები საჩვენებელ ფრენაში მონაწილეობდნენ, როდესაც ერთმანეთს შეეჯახნენ და მალევე ჩამოვარდნენ.

მოწმეების თქმით, ავარიის შემდეგ ცაში ოთხი პარაშუტი გაიხსნა.

“ჩვენ ოთხი კარგი პარაშუტი დავინახეთ. ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა,“ - განაცხადა ავიაშოუს დიქტორმა.

შეჯახებული თვითმფრინავები, სავარაუდოდ, აშშ-ის საზღვაო ძალების F/A-18 Super Hornet-ის ტიპის გამანადგურებლები იყვნენ. შეჯახებისას ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ცეცხლი და სქელი კვამლი მოჰყვა.

ინციდენტის შემდეგ ავიაშოუს ორგანიზატორმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ საჰაერო ბაზა დროებით დაიხურა.

ეს პირველი სერიოზული შემთხვევაა რვა წლის განმავლობაში. ბოლოს მსგავსი ტრაგედია 2018 წელს მოხდა, როდესაც იმავე ღონისძიების ფარგლებში დელტაპლანის პილოტი ავარიაში დაიღუპა.

წყარო