ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჯონ ტრავოლტამ კანის 79-ე ყოველწლიურ კინოფესტივალზე ფანები გააოცა. ბევრმა შენიშნა, რომ მსახიობმა, რომელიც ახლა რეჟისორია, თითქოს დრო უკან დააბრუნა.
ფრანგული რივიერას ცნობილ წითელ ხალიჩაზე გამოსვლისას, Grease-ისა და Pulp Fiction-ის 72 წლის ვარსკვლავი საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ფოტოებმა და კადრებმა სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი გამოიწვია.

ტრავოლტა თავის 26 წლის ქალიშვილთან, ელა ბლუ ტრავოლტასთან ხელგადახვეული პოზირებდა.
“ის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება... თითქოს ასაკი 2-30 წლით უკან დააბრუნა,“ - წერენ გულსემატკივრები სოციალურ ქსელშ.

გარდა მისი სარეჟისორო დებიუტისა, განხილვის მთავარი თემა მისი გასაოცარი ფიზიკური ტრანსფორმაციაც გახდა.

ტრავოლტას ქალიშვილს, ელას დახვეწილი შამოსი ეცვა. ხოლო თავად ვარსკვლავი ამაყად პოზირებდა შავ კოსტიუმში, თეთრ პერანგსა და ჰალსტუხში. ამ ყველაფერს კი მრგვალი სათვალე და კრემისფერი ბერეტი ასრულებდა.

საღამო ტრავოლტასთვის მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპი იყო. ის თავისი ფილმის, Propeller One-Way Night Coach-ის მსოფლიო პრემიერაზე ჩავიდა. ეს არის 61-წუთიანი საოჯახო სათავგადასავლო ფილმი, რომელიც ნაჩვენებია კანის არაკონკურენტულ სექციაში.
პროექტი ტრავოლტას სარეჟისორო დებიუტია მხატვრულ კინოში და დაფუძნებულია მის მიერ 1997 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიულ საბავშვო წიგნზე.
ფესტივალის დირექტორმა ტიერი ფრემომ ლეგენდარული მსახიობი საპატიო “ოქროს პალმის რტოებით“, დააჯილდოვა.

ფოტოების გავრცელებისთანავე პლატფორმებზე შეთქმულების თეორიებიც გავრცელდა.
ზოგიერთი მომხმარებელი ღიად მსჯელობდა იმაზე, მიაგნო თუ არა მსახიობმა გაახალგაზრდავების საიდუმლოს. ზოგიერთმა აღიარა, რომ თავიდან მისი ცნობა გაუჭირდა.
“მომიწია ფოტოს მოახლოება (ზუმი), რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ნამდვილად ის იყო“; “ეს ვინ არის და რა უქნეს ძველ ჯონ ტრავოლტას?!“ - წერენ გულშემატკივრები.
იხილეთ ასევე: