ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარში ახალგაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთს აქვს მკვეთრად გამოხატული დაღმავალი დინამიკა. ამის შესახებ თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2025 წელთან შედარებით 2026 წელს, მაგალითისთვის, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1,5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
„საინტერესოა, როგორი დინამიკა გააჩნია ლარში გაცემულ სესხებს - მიუხედავად იმისა, რომ გაურკვევლობა ძლიერდება, რეგიონული რისკები იზრდება, ჩვენთან ლარში ახალგაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს აქვს მკვეთრად გამოხატული დაღმავალი დინამიკა.
მაგალითად, იპოთეკურ სესხებზე საშუალო განაკვეთი 2025 წლის იანვრის 13,4%-დან, 2026 წლის მარტში 11,9%-მდე შემცირდა ანუ 1,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ბიზნესსესხების შემთხვევაში, 2025 წლის სექტემბრის 14,4%-დან განაკვეთი შემცირდა 2026 წლის მარტში 12,8%-მდე, საშუალოდ ვამბობ, თუმცა თითოეული შემთხვევა უნიკალურია. გააგრძელეთ კითხვა