პაკისტანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ირანის ახალი წინადადება გადასცა, - ინფორმაციას Reuters-ი პაკისტანელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყარომ წინადადების დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა მისი თქმით, მხარეები "პოზიციებს მუდმივად ცვლიან“.
ამასთან, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, აშშ-მა ახალი წინადადების ფარგლებში ირანს ნავთობზე დაწესებული სანქციების დროებით მოხსნა შესთავაზა, რათა ირანი სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს და ჰორმუზის სრუტე გაიხსნას.