ავტორი:

"როდესაც ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას, ადამიანის უფლებების კუთხით, შემაშფოთებელია" - ირაკლი კობახიძე

"როდესაც ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას, ადამიანის უფლებების კუთხით,  შემაშფოთებელია" - ირაკლი კობახიძე

როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას, ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, მართლაც შემაშფოთებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დანიაში რაც ვიხილეთ, არის "შემაშფოთებელზე უფრო მეტი“.

"როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას, ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია. ამას დაახლოებით 10-20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენ ამაზე გვჭირდება სათანადო რეაგირება. მხედველობიდან არ უნდა იყოს გაშვებული ასეთი პროცესები და საზოგადოების ყურადღებაც უნდა გავამახვილოთ ასეთ პროცესებზე იმისათვის, რომ საზოგადოებამ გამოიტანოს სწორი დასკვნები იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ვითარდება პროცესები ევროპის მასშტაბით, ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკიდან გამომდინარე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ცნობისთვის, დანიაში პროპალესტინელმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მონაწილეები ისრაელისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების გადაზიდვასა და კომპანია Maersk-ის ამ პროცესებში შესაძლო მონაწილეობას აპროტესტებდნენ. მათი მტკიცებით, არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ შეიარაღება გამოყენებული იყოს ღაზის სექტორში.

ადგილობრივი მედიის თანახმად, 13 მაისს, როდესაც კოპენჰაგენში პროპალესტინელმა აქტივისტებმა სატრანსპორტო გიგანტ Maersk-ის სათაო ოფისის ბლოკირება მოახდინეს, დანიის პოლიციამ საპროტესტო აქციის დაშლისას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა.