ავტორი:

წყალქვეშა გამოქვაბულები ვიწრო გასასვლელებით - სად იპოვეს მალდივებზე იტალიელი მყვინთავების ცხედრები? - ძებნის სამუშაოებს კი კიდევ ერთი მაშველი მყვინთავი ემსხვერპლა:

წყალქვეშა გამოქვაბულები ვიწრო გასასვლელებით - სად იპოვეს მალდივებზე იტალიელი მყვინთავების ცხედრები? -  ძებნის სამუშაოებს კი კიდევ ერთი მაშველი მყვინთავი ემსხვერპლა:

ოფიციალურმა პირებმა “BBC“ - ს დაუდასტურეს, რომ მალდივის კუნძულებზე გასულ კვირას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგული ხუთივე იტალიელი მყვინთავის ცხედარი ნაპოვნია.

  • ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, იტალიის მოქალაქეების ცხედრები “ვაავუს ატოლზე“ , 60 მეტრის სიღრმეზე მდებარე გამოქვაბულში, ფინელი და მალდიველი მაღალკვალიფიციური მყვინთავების ერთობლივმა ჯგუფმა იპოვა.

გასულ შაბათს, ცხედრების ძებნის ოპერაციის დროს, ასევე დაიღუპა ერთი მაშველი მყვინთავიც.

ცხედრები იმ წყალქვეშა გამოქვაბულის სიახლოვეს იპოვეს, რომელთა შესასწავლადაც იყვნენ მყვინთავები წყლის სიღრმეში ჩასული.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით მათი ამოყვანა რთულად მისადგომი პირობების გამო ვერ ხერხდება და დამატებით ძალებია საჭირო.

მაშველი, რომელიც ძებნის სამუშაოებს ემსხვერპლა
  • შაბათს მიმდინარე სამაშველო ოპერაციებში რვა მაშველმა მყვინთავმა მიიღო მონაწილეობა, ზედაპირზე ამოსვლის შემდეგ მათ შეამჩნიეს რომ, უფროსი სერჟანტი მოჰამედ მაჰდი მათ შორის აღარ იყო, მყვინთავები მაშინვე უკან დაბრუნდნენ და მაჰდი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მყვინთავი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მაჰდი მიღებული ტრავმებისგან მალევე გარდაიცვალა.

წინასწარი შეფასებებით, ეს შემთხვევა მალდივის კუნძულებზე დაივინგის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტრაგედიას წარმოადგენს.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპული ხუთი მყვინთავიდან ოთხი გენუის უნივერსიტეტის ჯგუფის წევრი იყო, მათ შორის ეკოლოგიის პროფესორი მონიკა მონტეფალკონე, მისი ქალიშვილი და ორი სამეცნიერო თანამშრომელია. მეხუთე მსხვერპლი კი გემების ექსპლუატაციის მენეჯერი და დაივინგის ინსტრუქტორი, ჯანლუკა ბენედეტია.

უწყების ცნობით, გამოქვაბული, სადაც მყვინთავები ჩავიდნენ, სამი დიდი დარბაზისგან შემდგარ სისტემას წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო გასასვლელებით უკავშირდება.

ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ტრაგედია. სავარაუდოდ, მათ ჟანგბადის ბალონთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემები.

წყარო