ბინა იტალიაში, ძვირადღირებული საათები და ბიტკოინები - ეს იმ ქონების ჩამონათვალია, რომელსაც პარლამენტის წევრი, დეპუტატი ვახტანგ თურნავა ფლობს.
როგორც მის მიერ შევსებული დოკუმენტში ვკითხულობთ, ვახტანგ თურნავას საკუთრებაშია: 2025 წელს 1 400 000 ევროდ შეძენილი 108 კვ.მეტრი ფართობის ბინა იტალიაში, 2025 წელს 79 491 ლარად შეძენილი მსუბუქი ავტომობილი, ასევე 2025 წელს 15 000 ლარად შეძენილი იარაღი - Hekler Koch mpx.
გარდა ამისა, დოკუმენტაციის თანახმად, დეპუტატს ეკუთვნის რამდენიმე ძვირადღირებული საათი. კერძოდ: 2019 წელს 13 436 ევროდ შეძენილი მაჯის საათი - Rolex Milgauss; 2020 წელს 16 428 ევროდ შეძენილი მაჯის საათი - Rolex Datejust 41; 2023 წელს 47 312 ევროდ შეძენილი მაჯის საათი- Audemars Piguet Royal Oak Chronograph. წაიკითხეთ ვრცლად