ავტორი:

რას აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ინფორმაციაზე, რომ თითქოს ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბრუნდება?

რას აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ინფორმაციაზე, რომ თითქოს ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბრუნდება?

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი Astoria Grande ბრუნდება, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

  • მათი ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში აღნიშნული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით არ არსებობს არც დადასტურებული განაცხადი და არც რაიმე შემოსვლის განაცხადი მუშავდება.

“მსგავსი ტიპის დაუზუსტებელი და ემოციურად მანიპულაციური განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოებაში დაძაბულობისა და სპეკულაციების შესაქმნელად.

საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ყველა პროცედურა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებების, უსაფრთხოების, სასაზღვრო და სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნების სრული დაცვით.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს”,- ნათქვამია განცხადებაში