ავტორი:

აშშ-ში ამ 3-მილიონიან სახლს უფასოდ მიიღებთ, თუ ერთ პირობას შეასრულებთ - უჩვეულო შეთავაზება

აშშ-ში ამ 3-მილიონიან სახლს უფასოდ მიიღებთ, თუ  ერთ პირობას შეასრულებთ - უჩვეულო შეთავაზება

უჩვეულო შეთავაზება რომელიც მასაჩუსეტსის შტატის პრესტიჟულ კუნძულ ნანტაკეტზე 3 მილიონ დოლარად შეფასებული სახლის სრულიად უფასოდ მიღების საშუალებას გაძლევთ, ერთი შეხედვით შეიძლება ოცნების ახდენად ჩანდეს რომ არა ერთი “მაგრამ“ - მფლობელს ერთი პირობა აქვს: ახალმა მფლობელმა შენობა მიწის ნაკვეთიდან 6 თვის ვადაში უნდა გადაიტანოს.

  • ეს უჩვეულო შეთანხმება კუნძულზე მოქმედი “დემონტაჟის გადავადების დებულების“ (Demolition Delay Bylaw) ნაწილს წარმოადგენს. პროგრამის მიზანია, სახლის მფლობელები შენობების დანგრევის ნაცვლად, მათი ახალ ადგილას გადატანისკენ წაახალისოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამშენებლო ნარჩენების დაგროვება.

სახლი, რომელსაც სამი საძინებელი და ორი სააბაზანო ოთახი აქვს, ერთ ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთზე დგას.

დაინტერესებულმა პირებმა ოფიციალური წერილი როგორც ქალაქის სამშენებლო კომისარს, ისე სახლის ამჟამინდელ მფლობელს უნდა მისწერონ.

ქონებამ მფლობელი ბოლოს დაახლოებით ნახევარი წლის წინ შეიცვალა, ამასთან “ეიპ -კოდის“ სანაპიროსთან მდებარე ამ ელიტურ კუნძულზე მიწა იმდენად ძვირად ფასობს, რომ ამჟამინდელმა მეპატრონემ სახლი, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ ნაკვეთის გამო იყიდა, რომელზეც ის დგას.

სახლის გადატანის ხარჯები 150,000-დან 500,000 დოლარამდე (ან მეტიც) მერყეობს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნანტაკეტზე სახლის საშუალო ფასი 4.4 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ცარიელი მიწის ნაკვეთები დაახლოებით 1.65 მილიონი დოლარი ღირს, ეს გარიგება შესაფერისი მყიდველისთვის მაინც ძალიან სარფიანად გამოიყურება.

წყარო