ავტორი:

შეიარაღებული თავდასხმა მექსიკაში, მოკლულია სულ მცირე 10 ადამიანი - მათგან 6 ერთი ოჯახიდანაა

შეიარაღებული თავდასხმა მექსიკაში, მოკლულია სულ მცირე 10 ადამიანი - მათგან 6 ერთი ოჯახიდანაა

მექსიკის ხელისუფლებამ განაცხადების თანახმად, გასულ კვირას პუებლის შტატის აღმოსავლეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ტეუიცინგოში, შეიარაღებული პირების თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ექვსი მამაკაცი, სამი ქალი და ერთი ბავშვია. ყველა მათგანი კვირას, გამთენიისას ჩაცხრილეს. საქმეს ფედერალური უწყებები იძიებენ.

  • პუებლის შტატის პროკურორის, იდამის პასტორის თქმით, 10 მსხვერპლიდან ექვსი ერთი ოჯახიდანაა, ხოლო დანარჩენი ოთხი მათთან დასაქმებული პირები იყვნენ. მიყენებული ჭრილობებისგან ცხრა ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი ქალი კი საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე ჯარისკაცები, ეროვნული გვარდიის წევრები და სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ადგილობრივ ხელისუფლებას ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

წყარო