აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნით, ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმა გადადო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, "რაც მთავარია, შეთანხმება მოიცავს იმას, რომ ირანს არანაირი ბირთვული იარაღი არ ექნება“.
"ზემოხსენებული ლიდერების მიმართ პატივისცემის ნიშნად, მე ვუბრძანე ომის მდივანს, პიტ ჰეგსეთს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარეს, გენერალ დენიელ კეინს და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, რომ ჩვენ ხვალ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას არ განვახორციელებთ, მაგრამ მათ დამატებით მითითება მივეცი, რომ მზად იყვნენ ირანზე ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ნებისმიერ მომენტში, იმ შემთხვევაში, თუ მისაღებ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“, - აცხადებს ტრამპი.