ავტორი:

ვინ მიიღებს პრემია-დანამატებს და რა შემთხვევაში

ვინ მიიღებს პრემია-დანამატებს და რა შემთხვევაში

საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს მიიღებენ, - შესაბამისი კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა.

  • კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პირებს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის მიეცემათ...განაგრძეთ კითხვა