ავტორი:

ცნობილი მოკრივის, ტაისონ ფიურის 16 წლის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი სამეფო კუნძულზე - 54 000-დოლარიანი კაბა და 7-მილიონიანი საჩუქარი მშობლებისგან (ფოტოები)

ცნობილი მოკრივის, ტაისონ ფიურის 16 წლის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი სამეფო კუნძულზე - 54 000-დოლარიანი კაბა და 7-მილიონიანი საჩუქარი მშობლებისგან (ფოტოები)

კრივის ვარსკვლავის, ტაისონ ფიურის 16 წლის ქალიშვილი, სახელად ვენესუელა დაქორწინდა. ის 18 წლის ნოა პრაისს გაყვა ცოლად. ნეფე-დედოფალს 7 მლნ დოლარის ღირებულების საჩუქრები აჩუქეს.

  • გამოცემა The Sun წერს, რომ წყვილმა საჩუქრად ბოშური სტილის ფურგონი, ეტლი და თაფლობის თვის სამოგზაურო ძვირადღირებული პაკეტი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ბოშური წარმომავლობის ოჯახის ზოგიერთმა წევრმა ტაისონ ფიური და მისი მეუღლე შვილისთვის ასეთი ძვირადღირებული საჩუქრის გადაცემის გამო გააკრიტიკეს.

  • ვენესუელასა და ნოა პრაისის ქორწილი შაბათს, ირლანდიის ზღვაში მდებარე მენის კუნძულზე, წმინდა იოანეს სამეფო სამლოცველოში გაიმართა.

  • ინსაიდერის ინფორმაციით, ვენესუელას კაბა დაახლოებით 54 000 დოლარი ღირდა. ღონისძიებაზე 10 000 ლურჯი ჰორტენზია გამოიყენეს, ხოლო მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო პიტერ ანდრემ.

ვენესუელა და ნოა პრაისი გასული წლის სექტემბერში დაინიშნნენ. ტაისონ ფიურის განცხადებით, მისი ქალიშვილი "განსაკუთრებით მომწიფებულია თავისი ასაკისთვის და პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებებს."

წყარო