რუსეთის ქალაქ იაროსლავლში სამრეწველო ობიექტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
დრონებით თავდასხმა დაადასტურა იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმა, მიხაილ ევრაევმაც.
„ჩვენს რეგიონზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. უსაფრთხოების მიზნით მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა შეჩერებულია“, - განაცხადა გუბერნატორმა.