გუშინ ლენუკა ყიფშიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ მათი კუთვნილი გუდიაშვილის სახლი საბოლოოდ აუქციონზე გავიდა და გაიყიდა.
"ვისთვისაც ეს შეიძლება უბრალოდ კარგი ადგილი და კარგი შენაძენი იყო, ჩვენთვის იყო მთელი ცხოვრება. მინდა, სწორად გამიგოთ. არ ვამბობ, რომ მხოლოდ ჩვენ გვეტკინა. არ ვამბობ, რომ ბევრ ოჯახს მსგავსი ტკივილი არ გამოუვლია" - აღნიშნავდა იგი და ყველაზე დიდ გულისტკივილს იმის შესახებ გამოხატავდა, რომ აღიარებულ მსახიობს - ზურა ყიფშიძეს არავინ მოუსმინა, ვისაც არ მიმართა...
ზურა ყიფშიძეს აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ თავად დავუკავშირდით...
- არ ვიცი რად უნდოდა ლენუკას ამ პოსტის გამოქვეყნება, გუშინაც ვუსაყვედურე.. დიახ, ეს სახლი ჩემი სიმამრის დანატოვარია გუდიაშვილის ქუჩაზე. გუდიაშვილი სადაც ცხოვრობდა, ის სახლია, პირველი სართული. ჩემი ცოლის და მისი დის იყო ეს ბინა, ჩემიც თავისთავად, რადგან ამათ დაუტოვა. ჩვენ ამ ბინაში არ ვცხოვრობთ, ერთი ბინა გვაქვს ხილიანზე და იქ ვცხოვრობთ ყველა.
- როდიდან შეიქმნა პრობლემები ამ სახლის გამო?
- ორმა ბიჭმა, (ერთი მათგანი ლენუკას ნაცნობი იყო) აიღეს, რაღაც დაგეხმარებითო, ასე და ისე ვიზამთო და ბანკში ჩადეს. ნახევარი გადაიხადეს, ერთ-ერთმა თავი მოიკლა და ასე წავიდა საქმე.. ვიღაც მილიარდერმა ჰოლანდიელი ეტყობა ჩასაფრებული იყო და სამჯერ თუ ათჯერ უფრო ნაკლებად ჩაიგდო ბინა ხელში. 300 ათას ევროდ იყო შეფასებული და იყიდა სამასი ათას ლარად. მისცა ეტყობა ბანკში ვიღაცას რაღაც. ამ დროს მილიარდერია, მაგრამ უნდოდა ძალიან ეს ბინა, აჩემებული ჰქონდა. ეს ბინა ახლა ასე არის ჰაერში გამოკიდებული.
- ამ საკითხმა ძალიან ბევრის აღშფოთება გამოიწვია, თქვენს გამო..
- დიახ, ეგ რომ გაირკვა, ამან კიდევ უფრო გააღიზიანა ჰოლანდიელი, ეს ვიღაც ცნობილი კაციაო. იძახდა, მეც ცნობილი ვარო და ასეთ სისულელეებს. მიზეზ მიზეზ დოს მარილი აკლიაო. ახლა იმ ბინის საქმე ისეა, რომ ვერც ის ჰოლანდიელი შედის, რადგან ჩვენ ვუჩივით. ის არ აბრუნებს და არის ასე. დღეს ფაქტობრივად მისია და იმედიც არ არის.
- ბანკიდან ან თუნდაც მთავრობიდან არავინ ჩაერია?
- ბანკიდან არავინ. მთავრობასაც, ვის აღარ მივმართეთ და ჯერჯერობით არაფერია შედეგი.
წაიკითხეთ ასევე: