ვარსკვლავური წყვილი, სუპერმოდელი ქენდალ ჯენერი და მსახიობი ჯეიკობ ელორდი ჰავაიზე ერთად ისვენებენ. პაპარაცებმა ისინი გასულ შაბათ-კვირას, პლაჟზე ერთად შენიშნეს.
მათი რომანტიკული კავშირი საზოგადოების ყურადღების ცენტრში Coachella-ს შემდეგ მოექცა. წყვილი მუსიკალურ ფესტივალზე მაშინ შენიშნეს, როცა ერთმანეთს კოცნიდნენ.

ქენდალი და ელორდი ახალი ნაცნობები არ არიან - ისინი წლებია მეგობრობენ.პირველად, 2022 წლის თებერვალში, პარიზში შენიშნეს. მოგვიანებით, 2024 წლის სექტემბერში, ორივე დაესწრო Bottega Veneta-ს გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებას, თუმცა ერთად არ ისხდნენ.

ჯეიკობ ელორდი 2021 წლიდან ინფლუენსერ ოლივია ჯეიდთან არის დაკავშირებული, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში წყვილის ურთიერთობა საკმაოდ არასტაბილური იყო, საბოლოოდ კი ერთმანეთს დაშორდნენ.
ქენდალ ჯენერი არაერთ ცნობილ მამაკაცს ხვდებოდა - მათ შორის მუსიკოს Bad Bunny-ს და რამდენიმე პროფესიონალ კალათბურთელს, თუმცა ყველა ურთიერთობა დაშორებით დასრულდა.