უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან კომუნიკაციის შესახებ მოახსენა.
"ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ მაცნობა. ჩვენ ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით და მზად ვართ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ“, - წერს ზელენსკი X-ზე.
„ცალკეული ამოცანები განისაზღვრა რუსეთის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების პროცესთან და ამ პროცესში ევროპის შესაძლო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს ამოცანები საჯარო არ არის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.